ჭადრაკი

14:20 | 10.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზარდიაშვილის სენსაციური გამარჯვებით დასრულდა...

აკაკი ზარდიაშვილის (1971) სენსაციური გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული XIII საკვირაო ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში. გამარჯვებულმა 11-დან 9 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო II-III ადგილზე გასულ დავით ლომსაძესა (2267) და თამაზ მგელაძეს (2298).

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა ბელა ხოტენაშვილმა (2333). 1800-მდე ფიდეს რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში საუკეთესო მერაბ არჩვაძე (1753) იყო, ხოლო 1500-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის - გიორგი კელენჯერიძე (1434).

ტექნიკური შედეგები

ფოტოგალერეა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120465