ჭიდაობა

13:30 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დღეს, დარჩენილი ხუთეულის ჯერია...

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში: 61, 74, 86, 92 და 125 კილოგრამებში გამოვლინდებიან ფინალისტები. საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ჩაებმებიან: გოდერძი ძებისაშვილი (61 კგ.), გოგა მამიაური (74 კგ.), მირიან მაისურაძე (86 კგ.), დავით ქოჩქიანი (92 კგ.) და ვასილ ხვისტანი (125 კგ.).
დღესვე, რეპეშაჟში იჭიდავებს ამირან ვახტანგაშვილი (65 კგ).
შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათიდან დაიწყება. მათი პირდაპირ ეთერში ყურება და შედეგების გაგება მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ოფიციალურ ვებსაიტზე შეგეძლებათ:

https://unitedworldwrestling.org/event/european-championships-7?tab=results&fbclid=IwAR10ByGQshsK3Ed5Hzj85LUbLZm824LWAyv5BlwDAD9RwTtI2qz8PECfRXk

0.13664