ჭიდაობა

13:50 | 7.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დღეს ფინალისტები ხუთ წონაში გამოვლინდება

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან და ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში ფინალისტებს გამოავლენენ.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან ხალიჩაზე გავლენ: გიორგი ნიშნიანიძე (57 კგ.), ამირან ვახტანგაშვილი (65 კგ.), ოთარ ბაგაური (70 კგ.), ბაგრატ გაგნიძე (79 კგ.) და ელგუჯა ბალანჩივაძე (97 კგ.).
საკვალიფიკაციო შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათიდან დაიწყება, ნახევარფინალები - 19:15 საათიდან.
შეხვედრების პირდაპირ ეთერში ყურებას და შედეგების ნახვას შეძლებთ მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ვებგვერდზე:

https://unitedworldwrestling.org/event/european-championships-7?tab=results&fbclid=IwAR2L5kwSTlTlmFVDxz17N8qTkP20ZnlrmUFWJrsxh9kJ6ygsApJfSkcPUgk

0.113254