ჭიდაობა

23:15 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

6 მედალი – ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა ევროპული მონაგარი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 151 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე ევროპირველობაზე დღეს მედლების დარჩენილი ხუთი კომპლექტი გათამაშდა და საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა. 60 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში დიეგო ჩხიკვაძე აზერბაიჯანელ ასგარ ალიზადას დაუპირისპირდა და 8:3 მოუგო. 67 კილოგრამის საჩემპიონო ბრძოლაში კი გიორგი შოთაძემ 9:0 დაამარცხა სომეხი ჰაიკ მელიქიანი.
დღესვე, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასასვლელად ორმა ქართველმა იჭიდავა. კოკა ღარიბაძემ (97 კგ) რეპეშაჟის ფინალში ბელარუს ულადისლაუ პუსტაშილაუსთან წააგო (1:7). ოთარ აბულაძეს (72 კგ) კი მიზნამდე ორი გამარჯვება დააკლდა.
გუშინ ევროპის ჩემპიონი გახდა ფრიდონ აბულაძე (55 კგ). ლერი აბულაძე (63 კგ) ვერცხლს დასჯერდა. ნიკა შერბაკოვმა (77 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (87 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
ხვალ ესპანურ ხალიჩაზე ქალები გავლენ, ხოლო ზეგიდან საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან და 8-9 ივნისს ათივე წონით კატეგორიას დანომრავენ.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ახალგაზრდები, ევროპის ჩემპიონატი, პონტევედრა, ესპანეთი, 3-5 ივნისი

55 კგ.
1 ფრიდონ აბულაძე (საქართველო)
2 ანვარ ალახიაროვი (რუსეთი)
3 არტიუმ დელეანუ (მოლდოვა)
3 ზაურ ალიევი (აზერბაიჯანი)

60 კგ.
1 დიეგო ჩხიკვაძე (საქართველო)
2 ასგარ ალიზადა (აზერბაიჯანი)
3 ანარ მანსუროვი (რუსეთი)
3 სააკ ჰოვანისიანი (სომხეთი)

63 კგ.
1 აბდულა ტოპრაკი (თურქეთი)
2 ლერი აბულაძე (საქართველო)
3 ჰრაჩია პოღოსიანი (სომხეთი)
3 ადამ გაუჟაევი (რუსეთი)

67 კგ.
1 გიორგი შოთაძე (საქართველო)
2 ჰაიკ მელიქიანი (სომხეთი)
3 ელდარ ჰასანაუ (ბელარუსი)
3 აკერ ალ ობაიდი (ავსტრია)

72 კგ.
1 მალხას ამოიანი (სომხეთი)
2 მიხაი პეტიჩი (მოლდოვა)
3 სერგეი სტეპანოვი (რუსეთი)
3 პაველ პუკლავეცი (ხორვატია)
7 ოთარ აბულაძე (საქართველო)

77 კგ.
1 ტამას ლევაი (უნგრეთი)
2 ხამიდ ისაევი (რუსეთი)
3 ნიკა შერბაკოვი (საქართველო)
3 მიკიტა კაზაკოუ (ბელარუსი)

82 კგ.
1 იშტვან ტაკაჩი (უნგრეთი)
2 ვიტალი ანდრიოვიჩი (უკრაინა)
3 კარლო კოდრიჩი (ხორვატია)
3 სტანისლავ პსეუნოვი (რუსეთი)

87 კგ.
1 ილია ერმოლენკო (რუსეთი)
2 დავიდ ლოსონცი (უნგრეთი)
3 გიორგი ქაცანაშვილი (საქართველო)
3 იჰარ იარაშევიჩი (ბელარუსი)

97 კგ.
1 პატრიკ ნეუმაიერი (გერმანია)
2 ალექს გერგო სზოკე (უნგრეთი)
3 ბეიტულა კაისდაგი (თურქეთი)
3 ულადისლაუ პუსტაშილაუ (ბელარუსი)
5 კოკა ღარიბაძე (საქართველო)

130 კგ.
1 მუჰამეტ ჰამზა ბაკირი (თურქეთი)
2 ოსმან შადოვი (რუსეთი)
3 დარიუშ ატილა ვიტეკი (უნგრეთი)
3 ნიკოლა მილატოვიჩი (ნორვეგია)
7 რობინზონ ესაძე (საქართველო)

გუნდური ჩათვლა
1 რუსეთი 159 ქულა
2 საქართველო 151
3 უნგრეთი 124

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102413