ჭიდაობა

14:55 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

“თავისუფლები” ევროპირველობისთვის დაირაზმნენ

7-9 ივნისს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს. გუნდი ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით წარსდგება.

57 კგ. – გიორგი ნიშნიანიძე (ქუთაისი)
61 კგ. – გოდერძი ძებისაშვილი (გორი)
65 კგ. – ამირან ვახტანგიშვილი (გორი)
70 კგ. – ოთარი ბაგაური (საჩხერე)
74 კგ. – გოგა მამიაური (თბილისი. ორც)
79 კგ. – ბაგრატ გაგნიძე (ქუთაისი)
86 კგ. – მირიან მაისურაძე (ონი)
92 კგ. – დავით ქოჩქიანი (თბილისი)
97 კგ. – ელგუჯა ბალანჩივაძე (სამტრედია)
125 კგ. – ვასილ ხვისტანი (თბილისი)

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ევროპირველობაზე წარმატებულად ირჯება საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები.
გუშინ ფრიდონ აბულაძემ (55 კგ.) ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ლერი აბულაძემ (63 კგ.) ვერცხლი აიღო, ნიკა შერბაკოვმა (77 კგ.) და გიორგი ქაცანაშვილმა (87 კგ,) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
დღეს, ქართველებს კიდევ 4 მედლის აღების შანსი აქვთ: დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ.) და გიორგი შოთაძე (67 კგ.) ფინალში არიან გასულნი, კოკა ღარიბაძეს (97 კგ.) მესამე საპრიზო ადგილს ერთი გამარჯვება აშორებს, ოთარ აბულაძეს (72 კგ.) კი – ორი.

0.107398