ფეხბურთი

2:49 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები 19 ფეხბურთელით ემზადება (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე „ჯვაროსნებს“ საწვრთნელი პროცესის მეორე დღე ჰქონდათ.

ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 19 ფეხბურთელი იმყოფებოდა, ხოლო სოლომონ კვირკველია კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული დანარჩენი 6 ფეხბურთელი, გურამ კაშია, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ხარაიშვილი და გიორგი აბურჯანია გუნდს უახლოეს ორ დღეში შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 7 ივნისს თბილისში, გობრალტარს დაუხვდება, ხოლო სამი დღის შემდეგ კოპენჰაგენში დანიას ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11601