ძიუდო

0:55 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო და 3 ბრინჯაო ავსტრიიდან

ავსტრიის ქალაქ ლაიბნიცში გამართული ახალგაზრდული ევროპის თასის პირველი დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, კვირას კი, ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის ჩემპიონი მიხეილ ბექაური (90 კგ.) გახდა, რომელმაც ექვსივე მეტოქეს იპონით აჯობა, ბრინჯაოებს კი დიმიტრი გოჩილაიძე (81 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.) დაეუფლნენ.
გუშინვე უმედლოდ დარჩნენ ნიკა ზოიძე, ლევან ფსუტური, გიორგი შერაზადაშვილი (ყველა – 81 კგ.), ილია ბათურიშვილი, ნიკა შერმაზანაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ყველა – 90 კგ.), გიორგი კარიაული, ომარი საური, ჯაბა ქარელიშვილი, გიორგი ჩიქოვანი (ყველა – 100 კგ.), დავით მატიაშვილი და ამირან წიქორიძე (+100 კგ.).
ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა და რუსეთს (3 ოქრო, 5 ბრინჯაო), იაპონიასა (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) და ბრაზილიას (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) ჩამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155837