ფეხბურთი

20:32 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამომ" "დილა" დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის პირველი მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "დილამ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში ლევან შენგელიამ მე-5 წუთზე გახსნა. მართალია მე-18 წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელმა დიდიე კოუგბენია ანგარიში გაათანაბრა, თუმცა სამ წუთშივე აბდელ მეჯუბიმ სტუმრები კვლავ დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ კი (39წ) ლევან შენგელიამ დუბლი გაიფორმა "დინამო" შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს - ფელიპე პაიმმა 49-ე წუთზე გამოიჩინა თავი.

"დინამომ" წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში 29 ქულით დროებით მესამე ადგილზე გადავიდა. "დილა" კი გასავარდნ ზონასთან იმყოფება. მომდევნო მატჩს თბილისელები "ვიტ ჯორჯიასთან" შინ 16 ივნისს ჩაატარებენ, ხოლო გორელები 14 ივნისს სტუმრად "რუსთავს" დაუპირისპირდებიან.

სტატისტიკა
0.231057