ძიუდო

17:35 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევიცკა-შუკვანის ბრინჯაო ევროპის თასზე

ქართველი ძიუდოისტი ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) რუმინულ კლუჟ-ნაპოკაში მიმდინარე ევროპის თასი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ლევიცკა-შუკვანი ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც ბელგიელი ამბერ რიეული ვაზარით დაჯაბნა, მეთხედფინალში გერმანელი ვერენა ტუმი დააიპონა, ნახევარფინალის დამატებით დროში კი თავად დავარდა ვაზარიზე უნგრელ რეკა პუპთან. მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ტატიანამ ესპანელ სოფია ჰოგრეფე ასეას იპონით სძლია.
დღესვე, წარუმატებლობა შეემთხვა ავთანდილ კუტალაძეს (60 კგ.), რომელიც პირველივე რაუნდში პორტუგალიელ როდრიგო კოშტა ლოპესთან ვაზარით დამარცხდა.
კვირას, 2 ივნისს საქმეში კიდევ ხუთ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის გურამ თუშიშვილის (+100 კგ.) ასპარეზობა იწვევს.
თუშიშვილი, რომელიც ტატამს დისკვალიფიკაციის შემდეგ უბრუნდება, პირველ ნომრადაა განთესილი და საწყის რაუნდს გამოტოვებს, მეოთხედფინალში კი იტალიელ ტიციანო დე ფედერიკოსა და რუმინელი ბოტონდ კონჩის წყვილში უმჯობესს შეერკინება.
პირველ წრეში ასევე თავისუფალია ონისე სანებლიძე (100 კგ.), რომელიც რუმინელ იონუც ვასიანსა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე ადნან ხანკანს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
2 წარმომადგენელი გვყავს 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში: იმედა გოგოლაძე ძალებს ესპანელ მარკ საბატერ ბრაუსთან მოსინჯავს, ხოლო ლაშა ბექაური თავიდან ისვენებს და მერვედფინალში ესპანელ ადრიან ნასიმენტო ლორენცოსა და იტალიელ მატეო მარკონჩინის ორთაბრძოლაში უმჯობესს დაუპირისპირდება.
81 კგ-ში ვლადიმერ ახალკაცი ბრძოლაში პირველი წრიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე უნგრელი ფერენც ტოტი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11195