ფეხბურთი

20:40 | 29.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივის" ზედიზედ ოთხი

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მეორე სათამაშო დღე თბილისში, “ლოკომოტივისა“ და საჩხერის „ჩიხურას“ მატჩით დაიწყო. „რკინიგზელებისთვის“ მიმდინარე სეზონი არცთუ კარგად მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ლევან კორღალიძის გუნდი დიდებულ ფორმაშია.

ამ მატჩამდე მიჯრით სამი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და წარმატებული სერია გაგრძელდა. „ლოკომოტივმა“ გამარჯვების მოპოვება შეხვედრის დასკვნით ნაწილში გატანილი გოლებით მოახერხა. 85-ე წუთზე საჩხერელთა დაცვის ხაზი ჩავარდა, რის შედეგადაც სამურკასოვმა შეყილაძეს ცარიელ კარში გაატანინა. მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე კი მასპინძლებმა კონტრშეტევა დაასრულეს შედეგიანიად. იმერელთა კარის დარაჯი დინო ჰამზიჩი შეტევაში იყო ჩართული, როდესაც „ლოკომ“ სწრაფი კონტრშეტევა დაიწყო და ირაკლი სიხარულიძეს გატანა არ გასჭირვებია - 2:0.

„ლოკომოტივმა“ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და სატურნირო ვითარება მეთოდურად იუმჯობესებს. თბილისური გუნდი 21 ქულით უკვე მე-6 ადგილზე აღზევდა, ხოლო „ჩიხურამ“ მიჯრით მეორედ წააგო და 22 ქულით მეხუთეა.

„ლოკომოტივი“ – „ჩიხურა“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 შეყილაძე (85), 2:0 სიხარულიძე (90)

0.117034