ძიუდო

18:18 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

თუშიშვილი ევროპის თასზე იასპარეზებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ტატამს რუმინულ კლუჟში დაგეგმილ ევროპის თასზე დაუბრუნდება, რომელიც 1-2 ივნისს გახლავთ დაგეგმილი.

მოახლოებულ შეჯიბრზე 31 ქვეყნის 389 ძიუდოისტს (225 კაცი+164 ქალი) ვიხილავთ, რომელთა შორის 7 ქართველი იქნება. ესენი არიან:
ავთანდილ კუტალაძე (60 კგ.), ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ.), იმედა გოგოლაძე, ლაშა ბექაური (ორივე – 90 კგ.), ონისე სანებლიძე (100 კგ.), გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.).

0.114653