ფეხბურთი

19:15 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველიამ სანაკრებო მატჩების წინ ტრავმა მიიღო (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში დაშავდა. „ლოკომოტივისა“ და „უფას“ მატჩში კვირკველიამ ფეხში ტკივილი მატჩის მე-15 წუთზე იგრძნო და თამაში ვეღარ გააგრძელა.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად სერიოზულია ჩვენებურის დაზიანება, თუმცა დიდი ალბათობით, საგანგაშო არაფერი იქნება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 7 და 10 ივნისს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გიბრალტარისა და დანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ბარემ იმასაც გეტყვით, რომ „ლოკომოტივმა“ სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და დამდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

0.112542