ფეხბურთი

20:35 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილის ნაყოფიერი მატჩი: ქართველმა ორ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა (+VIDEO)

შვედეთის ალსვენსკანის მე-11 ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა გიორგი ხარაიშვილის „გიოტებორგმა“, რომელმაც უშუალო კონკურენტი „ჰაკენი“ მისსავე მოედანზე მსაჯის მიერ კომპესნირებულ მეშვიდე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა - 2:1.

აღსანიშნავია, რომ „გიოტებორგს“ ბოლო ორ ტურში ორი უგოლო ფრე ჰქონდა ნათამაშები და ამჯერად მოპოვებული სამი ქულაც დიდი მნიშვნელობის ამიტომაც იყო.

ტრადიციულად ნაყოფიერი მატჩი ჰქონდა ქართველ შემტევს, რომელიც შეუცვლელად გაისარჯა. გიორგის ამჯერად არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი მიუთვლია, მაგრამ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. მე-9 წუთზე ხარაიშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა და დარტყმას ლამობდა, მაგრამ მეკარემ ხელი შეუშალა, რის შედეგადაც ბურთი ვიბეს მიუვიდა და დაუცველ კარში გაიტანა.

97-ე წუთზე კი, საგოლე შეტევა ჩვენებურმა მარცხენა ფლანგიდან დაიწყო, ბურთი ვერნესონს გადააწოდა და მისი ჩაწოდება გამარჯვების გოლით სოდერმა დაასრულა.

„გიოტებორგმა“ 21 ქულა დააგროვა, სწორედ „ჰაკენს“ გადაასწრო და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მხოლოდ „მალმეს“ ჩამორჩება 3 ქულით. ხარაიშვილს კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 3 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს შესრულებული.

0.12447