ფეხბურთი

17:39 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრებში ქართველი ბრწყინავს...(+VIDEO)

პოლონეთში ორი დღეა სტარტი აიღო მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს შესაბამისი ასაკობრივი ნაკრები არ თამაშობს. თუმცა, ქართველი ფეხბურთელი უკრაინის ნაკრებში ირჯება...

კიევის „დინამოს“ შემტევი გიორგი წიტაიშვილი უკრაინელთა ღირსებას 7-ნომრიანი მაისურით იცავს და პირველ ტურში გამორჩეულიც იყო. უკრაინამ აშშ 2:1 დაამარცხა, ხოლო ანგარიში სერგეი ბულეცამ 26-ე წუთზე წიტაიშვილის პასით გახსნა.

გიორგიმ მოედნის ცენტრიდან დიდებული გადაცემა გააკეთა და თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა. მეორე ტაიმის დასაწყისში თავადაც ახლოს იყო გოლთან, მაგრამ შორეული გასროლა ხარიხას მოხვდა. 18 წლის წიტაიშვილმა მოედანზე 78 წუთი გაატარა.

შეგახსენებთ, წიტაიშვილი ისრაელში დაიბადა, ახლა უკრაინის მოქალაქეა და მასზე დიდი იმედს ამყარებენ. ცნობისთვის, გიორგი ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟი გახლავთ.

0.112271