ფეხბურთი

20:45 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქის, დანიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ნორვეგიელმა სპეციალისტმა აგე ჰარეიდემ უახლოეს ორი მატჩისთვის 22 ფეხბურთელი გამოიძახა.

დანიის ნაკრები „ჯვაროსნებთან“ მატჩისთვის შემდეგი ფეხბურთელებით მოემზადება:

მეკარეები: კასპერ შმეიხელი (ლესტერი, ინგლისი), ფრედერიკ რონოუ (აინტრახტი, გერმანია), იესპერ ჰანსენი (მიდტიულანდი)

მცველები: ანდრეას კრისტენსენი (ჩელსი, ინგლისი), სიმონ კიაერი (სევილია, ესპანეთი), იენს სტრაიგერ ლარსენი (უდინეზე, იტალია), ჰენრკი დალსგაარდი (ბრენტფორდი, ინგლისი), პეტერ ანკერსენი (კოპენჰაგენი), ანდრეას ბიელანდი (კოპენჰაგენი), რიზა დურმისი (ლაციო, იტალია), მატიას იორგენსენი (ჰადერსფილდი, ინგლისი)

ნახევარმცველები: კრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემი, ინგლისი), დანიელ ვასი (ვალენსია, ესპანეთი), ლასე შონე (აიაქსი, ჰოლანდია), ლუკას ლერაგერი (ჯენოა, იტალია), ტომას დელანი (დორმუნდი, გერმანია), პიერ-ემილ ჰოიბერგი (საუთჰემპტონი, ინგლისი)

თავდამსხმელები: კასპერ დოლბერგი (აიაქსი, ჰოლანდია), მარტინ ბრაითვაითი (ლეგანესი, ესპანეთი), ნიკოლაი იორგენსენი (ფეიენოორდი, ჰოლანდია), იუსუფ პოულსენი (ლაიფციგი, გერმანია), რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი)

შეგახსენებთ, დანიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 10 ივნისს კოპენჰაგენში გაიმართება, ხოლო იქამდე სამი დღით ადრე სკანდინავიელები იმავე ქალაქში ირლანდიას დაუხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115922