ფეხბურთი

23:30 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო კლუბ "გურიას" განცხადება

ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა - ლანჩხუთის "გურიას" ორი ფეხბურთელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მატჩების ჩაწყობაში დაადანაშაულა. კლუბის თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ასეთი რამ პირველად მოხდა და შეშფოთებულები და გულნატკენები ვართ მომხდარით. არასახარბიელო სპორტული მდგომარეობის პარალელურად, ჩვენი კლუბის სახელის გაჟღერება ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით, უდიდესი დარტყმაა ჩვენი კლუბისთვის.

ამიტომაც, ყველაფერს გავაკეთებთ, გამოვნახოთ ძალები, სპორტული მდგომარეობის გამოსასწორებლად და უპირველესად იმისთვის, რომ "გურიას" სახელი არასდროს იყოს ნახსენები ისეთ მანკიერ ქმედებასთან, რასაც მატჩის შედეგით მანიპულირება ჰქვია.
ამისათვის კი, მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და შესაბამის ორგანოებთან, რათა ჩრდილი არ მიადგეს დიდი ტრადიციების მქონე საფეხბურთო კლუბ "გურიას" და მთლიანად ქართულ ფეხბურთს.

თეგებიგურია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112731