ფეხბურთი

20:30 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქინქლაძე "სიტის" საჩემპიონო ზეიმს დაესწრო, ქომაგები კი მის სახელს სკანდირებდნენ (+VIDEO)

მანჩესტერში, "მანჩესტერ სიტის" საჩემპიონო ზეიმი გაიმართა. ქალაქის ქუჩებში ფეხბურთელებთან ერთად პრემიერლიგის ზედიზედ მეორე საჩემპიონო ტიტული გულშემატკივრებმა აღნიშნეს.

ზეიმს დაესწრო "სიტის" ქართველი ლეგენდა გიორგი ქინქლაძე, რომელიც ადგილობრივი პუბლიკის კერპია. ქომაგები ჩვენებურის სახელსაც სკანდირებდნენ: "გიო! გიო! გიო!

მოგეხსენებათ, გიორგი ქინქლაძე "მანჩესტერ სიტიში" 1995-1998 წლებში თამაშობდა და 118 მატჩში 22 გოლი გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ "ქალაქელებმა" 2018-2019 წლები სეზონში ინგლისში სამივე ტიტული მოიგეს (პრემიერლიგა, ლიგის თასი და ასოციაციის თასი) და პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ასეთი შედეგი დააფიქსირა.

0.112056