ფეხბურთი

20:22 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სიონი" და "ჩიხურა" პირველი წრის ხელწერით

პირველ წრეში საჩხერის „ჩიხურამ“ ბოლნისის „სიონს“ 5:0 აჯობა და ახლა, მეორე წრეშიც იგივე ანგარიშით დაამარცხა. ბოლნისში, „თამაზ სტეფანიაზე“ სწორედ ამ მატჩით გაიხსნა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტური.

არადა, ამ ტურამდე გუნდებს შორის სხვაობა 1 ქულაა იყო „სიონის“ სასარგებლოდ და თითქოს, პირველ წრეში მომხდარი იაღლიში მასპინძლებს ამჯერად თავს არ უნდა გადახდომოდათ, მაგრამ ყველაფერი სხვაგავარდ მოხდა.

„ჩიხურამ“ თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი და მეათე წუთზე ბიძინა მახარობლიძისა და მიშიკო სარდალიშვილის გოლებით კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. სოსო ფრუიძის ბიჭები ამაზე არ გაჩერებულან და პირველივე ნახევარში ფანცულაიასა და დეკანოიძის გოლებით კიდევ უფრო განიმტკიცა მოპოვებული უპირატესობა. მერე იყო სარდალიშვილის დუბლი და პირველი წრის ანგარიში გამეორდა - 5:0.

„ჩიხურამ“ 22 ქულას მოუყარა თავი და ოთხეულშია, ხოლო „სიონს“ ისევ 20 ქულა დარჩა და მეექვსე პოზიციაზე დაქვეითდა.

„სიონი“ – „ჩიხურა“ 0:5 (0:4)

გოლები: 0:1 მახარობლიძე (7), 0:2 სარდალიშვილი (10), 0:3 ფანცულაია (17), 0:4 დეკანოიძე (29), 0:5 სარდალიშვილი (69)

Loading...
სტატისტიკა
0.243804