ფეხბურთი

22:59 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამო" სათავეში დაბრუნდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ბათუმის „დინამომ“ იევ საფეხბურთო გარემოსა და სავსე სტადიონის ფონზე თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად მოიგო.

ეს მოსალოდნელიც იყო, „დინამო“ ჩემპიონობისთვის იბრძვის, „ვეტერინარები“ კი გადარჩენისთვის და სერიოზული პრობლემები აქვთ. ჯოვინომ და ბეჟამინ ტეიდმა თითო ტაიმში თითოჯერ გაიტანეს და გია გეგუჩაძის გუნდმა ნერვიულობსი გარეშე მოიგო.

ამრიგად, ბათუმის „დინამომ“ 28 ქულა დააგროვა და ისევ გალიდერდა. თუმცა, „საბურთალოს“ მე-14 ტურის მატჩი თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გასამართი აქვს. აი, "ვიტ ჯორჯია" მძიმე დღეშია, რადგან მიჯრით მეხუთედ დამარცხდა და ბოლოსწინა, მეცხრე ადგილს იკავებს.

დღესვე, თბილისის „ლოკომოტივი“ გორის „დილას“ გაეჯიბრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. „რკინიგზელები“ ორი ტურის წინ ბოლო ადგილზე თითქმის უიმედოდ იყვნენ, მაგრამ გასულ ტურში თბილისური დერბი „დინამოს“ მოუგეს, ახლა კი უშუალო კონკურენტ „დილასაც“ არ დაანება ქულები.

მატჩის გმირი დავით სამურკასოვი გახდა, რომელმაც 41-ე წუთზე მოახერხა მეტოქის კარის აღება და როგორც გაირკვა, ეს გამარჯვების გოლი იყო. შედეგად, „ლოკომ“ 15 ქულა დააგროვა და მერვე საფეხურს იკავებს, ხოლო „დილას“ ორით მეტი აქვს და მეშვიდეა.

„ლოკომოტივი“ – „დილა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 სამურკასოვი (41)

„დინამო ბათუმი“ – „ვიტ ჯორჯია“ (1:0)

გოლები: 1:0 ჯოვინო (27), 2:0 ტეიდი (77)

სტატისტიკა
0.260829