ჩოგბურთი

21:10 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი ნახევარფინალში დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა თურქულ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) თამაში ნახევარფინალში დაასრულა.

მეტრეველი მე-8 ნომრად განთესილ უკრაინელ ოლეგ პრიჰოდკოს გაეჯიბრა და 6:7 (2:7), 3:6 დამარცხდა.
წყვილთა შეჯიბრში მეტრეველმა და ზურა ტყემალაძემ ასევე ნახევარფინალში ითამაშეს და თურქულ-ყაზახურ დუეტთან (აგაბიგუნი-ლომაკინი) 4:6, 1:6 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113596