ფეხბურთი

0:52 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილის გოლი 15 წამში და პირველივე შეხებით! (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 39-ე ტურში გიორგი პაპუნაშვილის „სარაგოსამ“ ხიხონის „სპორტინგს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა.

ხიხონელები ორჯერ იგებდნენ, მეორე ტაიმში მოედანზე პაპუნაშვილი გამოჩნდა, რომელსაც ტრავმა აწუხებდა და მინდორს არცთუ დიდი ხნის წინ წაუბრუნდა. ქართველის თამაშში ჩართვას კი უშედეგოდ არ ჩაუვლია. 66-ე წუთზე გიორგიმ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - ნიშანდობლივია, რომ ჩვენებურს გოლის გასატანად 15 წამი დასჭირდა

როდესაც ჩვენებური თამაშში ჩაერთო, "სარაგოსას" კუთხურს აწვდიდა, საჯარიმოში შექმნილ არეულობაში კი ყველაზე სწრაფად გაერკვა და პირველივე შეხებით ბურთი მეტოქის კარის ბადეში მოათავსა.

დარჩენილ დროში არაგონელებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს და გამარჯვება იზეიმეს. პაპუნაშვილს კი მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 3 გოლი დაუგროვდა (2 ლა ლიგა 2-ში, ერთიც სამეფო თასზე). „სარაგოსას“ 39 მატჩში 50 ქულა აქვს და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილის მე-13 საფეხურზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117894