ჭადრაკი

18:03 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბლიცში ტურნირზე პირველი დღე მიილია

ჩინურ ჰენშუიში გრძელდება რიგით მეოთხე მსოფლიო ინტელექტუალური თამაშები შემდეგ დისციპლინებში: სწრაფი და ელვისებური ჭადრაკი, ბრიჯი, გო, შაში, სიანცში.

ტურნირში 36 ქვეყნის 170 მოთამაშეა ჩართული. ცხადია, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო საჭადრაკო შეჯიბრია, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი და ივან ჩეპარინოვი არიან ჩართულნი.
სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი) ტურნირზე უკვე მოგახსენეთ, დღეს კი, სტარტი ელვისებურ ჭადრაკში (ბლიცი) შეჯიბრმა აიღო, რომელიც 22 ტურად იმართება.
უკვე მიილია 12 ტურის პარტიები, რომლის შედეგებითაც ძაგნიძესა და ხოტენაშვილს 6.0-6.0 ქულა აქვთ და მეცხრე-მეათე ადგილებს ინაწილებენ. ქალებში ლიდერის რანგში ინდოელი ჰამპი კონერუ (2466) იმყოფება 8.5 ქულით.
რაც შეეხება ჩეპარინოვს, მის აქტივში 4.5 ქულაა და 16 მონაწილეს შორის მე-14 პოზიციაზეა. ამ დროისთვის, ვაჟთა ტურნირს 8.0 ქულით ჩინელი ქსიანგჟი ბუ ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123609