კალათბურთი

16:27 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში “ალ რიადთან” 2:4 წააგო და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

ბეირუთელები მეტოქეს 1:3 ჩამორჩებოდნენ, როდესაც ქართველი ვეტერანის დიდი დახმარებით, შინაურ კედლებში 82:67 იმარჯვეს და გარკვეული იმედები გაუჩნდათ.

ნიკამ მოედანზე 19 წუთი გაატარა და 16 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 5 სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

აი, მომდევნო შეხვედრაში კი ჩვენებურის გუნდმა 83:89 წააგო და ტიტულის მოპოვების შანსს გამოეთხოვა. სერიის მე-6 მატჩში ცქიტიშვილმა მხოლოდ 9 წუთი ითამაშა და 3 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ნიკოლოზმა ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, სამქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130159