ფეხბურთი

17:55 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირის ეფექტური გოლი ყაზახეთში (+VIDEO)

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გოლის გატანა მოახერხა. „ტობოლი“ სტუმრად უშუალოდ კონკურენტ „კაისარს“ ეწვია და 1:5 განადგურდა. არადა, ჩვენებურების გუნდს რომ მოეგო, ლიდერ „ასტანას“ ორ ქულამდე მიუახლოვდებოდა, მაგრამ მოგებას ვინ ჩივის, მეორე ადგილიც დაკარგა.

მასპინძლებმა პირველივე ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. 47-ე წუთზე კი, ქართველმა ნახევარმცველმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ეფექტური გოლი გამოვიდა.

ნიკამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა მინორზე 70-ე წუთიდან გამოჩნდა. აქვე გეტყვით, რომ კვეკვესკირს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

„ტობოლს“ რაც შეეხება, 10 შეხვედრაში 20 ქულა აქვს და იმავე „კაისართან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115416