ფეხბურთი

12:22 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავა: „გოლი დედას მივუძღვენი“ (+VIDEO)

„შახტარის“ მცველმა დავით ხოჭოლავამ „ოლექსანდრიასთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ „შახტარის“ ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. დავითმა მე-4 წუთზე გუნდი თავური დარტყმით დააწინაურა.

  • ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, რადგან „ოლექსანდრია“ ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მთავარია, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ლიგის ტიტულისაკენ.
  • თქვენი გოლის წყალობით „შახტარმა“ ანგარიში გახსნა. შეგიძლიათ აღწეროთ გოლი?
  • კარგად ჩააწოდეს და მე უბრალოდ სწორ ადგილას აღმოვჩნდი და გოლი გავიტანე.
  • სამივე გოლი კუთხურების შემდეგ გავიდა. ეს უკვე ტრენდია თანამედროვე ფეხბურთში თუ უბრალოდ ეპიზოდია?
  • ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი ძლიერი მხარეა, რადგან ჩვენ უფრო მეტ გოლს გახსნილი თამაშიდან ვიტანთ. მაგრამ „ოლექსანდრიასთვის“ ეს ერთ-ერთი მთავარია კოზირია.
  • ამ თამაშამდე დაახლოებით 1000 წუთი გოლი არ გაგიშვიათ...
  • გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენ არ ვითვლიდით წუთებს. უბრალოდ ვცდილობდით გოლი არ გაგვეშვა. რა თქმა უნდა, დღევანდელ თამაშში გაშვებული გოლი ძალინა ცუდია.
  • ვის მიუძღვენით გოლი?
  • გოლი და გამარჯვება დედაჩემს მივუძღვენი. ის ძალიან მიყვარს!
0.115173