ფეხბურთი

22:53 | 10.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდიას გოლი და საგოლე პასი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მორიგ ტურში ლუკა ზარანდიამ გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. 35-ე ტურში ქართველი შემტევის „არკა“ ასევე ქართველების, გიორგი ივანიშვილისა და გიორგი გაბედავას „ზაგლებიეს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

ზარანდიამ შეუცვლელად ითამაშა და გამორჩეულიც იყო. ჯერ 85-ე წუთზე იანკოვსკის გაუწია ასისტენტობა და ანგარიში გაიხსნა, ხოლო მე-7 დამატებულ წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს 23 წლის ზარანდიასთვის მიმდინარე სეზონში ექსტრაკლასას ეგიდით ჩატარებულ 27-ე შეხვედრაში მეხუთე გოლი გამოდგა.

„ზაგლების“ რიგებში მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე შეცვალეს ივანიშვილი, ხოლო გაბედავა მოედანზე ოდენ 75-ე წუთიდან გამოჩნდა.

„არკას“ გადარჩენის ზონაში 39 ქულით მეოთხე ადგილი უკავია, ხოლო „ზაგლებიე“ 28 ქულით ბოლო, მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

0.116245