ფეხბურთი

22:13 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე ტრავმირებულია

საქართველოს ნაკრებისა და „კრილია სოვეტოვის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ტრავმირებულია. აღნიშნული ინფორმაცია სამარული გუნდის განვითარების დირექტორმა ალექსანდრ შიკუნოვმა Championat-თან საუბარში დაადასტურა.

თუმცა, როგორც შიკუნოვი ამბობს, ჯანოს დაზიანება სერიოზული არაა და სეზონის დასრულებამდე მოედანს უნდა დაუბრუნდეს.

„ალექსანდრ სამედოვის ბარძაყის პრობლემა აქვს და სეზონი მისთვის დასურლებულია, რადგან 20-30 დღე მოუწევს უქმობა. ჯანოს რაც შეეხება, მისი ტრავმა არაა ასეთი სერიოზული. მუხლზე პრობლემა აქვს, მაგრამ სეზონის დასრულებამდე აქვს დრო, რომ გამოჯანმრთელება მოასწროს“, - თქვა შიკუნოვმა.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე „კრილიას“ მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა და 8 შეხვედრაში თავი ერთი გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება „კრილიას“, სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, მე-13 ადგილზეა 28 ქულით და ამ დროისთვის პლეი-აუტის ზონაში იმყოფება.

0.116826