სხვა

20:06 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაოს პრიზიორს ბოლო დღე გაარკვევს  

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატი ხელბურთში ხვალ დასრლდება გლდანის სახელბურთო ცენტრში. გასარკვევია ბრინჯაოს პრიზიორის ვინაობა - თბილისის ქარიშხალა თუ სამტრედია? ჩემპიონი უკვე გახდა ფოთის ოქროს ვერძი, ვერცხლის პრიზიორია აჭარის გუნდი.

დღეს ფოთმა დაამარცხა ყვარელი 17-13, აჭარამ კი მოუგო მამულს 24-17. სამტრედიამ 21-18 აჯობა პეგასს, ხოლო ქარიშხალამ მოიგო ორი მატჩი - წყალტუბოსთან 24-13 და ბათუმთან 31-18. შედეგად, შარშანდელი ვერცხლის პრიზიორი ქარიშხალა 31 ქულით მესამე ადგილზეა, ოღონდ ხვალ მინიმუმ 1 ქულა უნდა აიღოს შარშანდელ ჩემპიონ და წლევანდელ ვერცხლის პრიზიორ აჭარასთან. თუ თბილისელებმა ეს ვერ მოახერხეს, მაშინ ყველაფერი სამტრედიელთა ხელში იქნება - მათ მოსაგები აქვთ ყვარელთან და ამ შემთხვევაში მეორე ასაკობრივ კატეგორიაში მოიპოვებენ მედალს - ცოტა ხნის წინ სამტრედიის გუნდი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა უმცროს, 15-წლამდელთა ასაკში.

ხვალვე თამაშობენ: მამული- წყალტუბო და ფოთი - პეგასი. მატჩები 12 საათიდან დაიწყება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე

მესამე წრის საერთო ტური. 5-8 მაისი, გლდანი

7 მაისი

ყვარელი - ფოთი 13-17

წყალტუბო - ქარიშხალა 13-24

სამტრედია - პეგასი 21-18

მამული - აჭარა 17-24

ქარიშხალა - ბათუმი 31-18

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი, თ. ბჟალავა, გ. გველესიანი

----------------თ---მ---ფ---წ-------ბ------ქ

ფოთი---------23--21---1---1--430-285--43

აჭარა----------23--18---0---5--477-345--36

ქარიშხალა---23--15---1---7--561-455--31

სამტრედია---23--14---2---7--408-360--30

ყვარელი------23--11---2--10--428-388--24

პეგასი---------23--11---2--10--420-383--24

ბათუმი-------24---4---1--19--292-437---9

წყალტუბო---23---3---1--19--286-465---7

მამული-------23---2---0--21--349-533---4

8 მაისი

12:00 მამული- წყალტუბო

13:00 აჭარა - ქარიშხალა

14:00 სამტრედია - ყვარელი

15:00 ფოთი - პეგასი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.182179