კალათბურთი

19:15 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგამ გოგა ბითაძეს ამომავალი ვარსკვლავის ტიტული მიანიჭა (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების და ახლა უკვე "მეგა ბიმაქსის" ცენტრი გოგა ბითაძე ევროლიგის 2018/19 წლების სეზონის ამომავალ ვარსკვლავად აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს და თან გოგაზე შექმნის ვიდეოსაც აქვეყნებს. წყაროს ცნობით, გოგა აღნიშნულ პრიზს ევროლიგის პლეი ოფების დასრულების შემდეგ მიიღებს.

გოგამ "ბუდუჩნოსტნში" ასპარეზობის დროს ევროლიგაში 13 შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ ერთ მატჩში 12.1 ქულას, 6.4 მოხსნას, 2.3 ბლოკ-შოტს და 1.3 პასს აგროვებდა.

ბოლო ორი სეზონი ევროლიგის ამ პრესტიჟულ ჯილდოს ლუკა დონჩიჩი იგებდა, იქამდე კი ისეთ კალათბურთელებს მოუგიათ როგორებიც არიან, დანილო გალინარი, ალექს აბრინესი, ბოგდან ბოგდანოვიჩი, კოსტას პაპანიკოლაუ, რიკი რუბიო.

0.111514