ჩოგბურთი

18:06 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მადრიდის მასტერსს გამოეთიშა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსის პირველივე წრეში დამარცხდა. მსოფლიოს მე-17 ნომერმა ამერიკელ ფრენსის ტიაფოსთან 7:6, 3:6, 4:6 წააგო.

პირველ სეტში ბასილაშვილმა მიუხედავად ჩამორჩენისა 4:5-დან თამაში შემოატრიალა და ტაი-ბრეიკზე მძიმე ბრძოლაში იმარჯვა. მეორე სეტში ნიკოლოზმა მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა და წესით თამაში იოლად უნდა მოეგო, თუმცა ტიაფომ ქართველის შეცდომების წყალობით ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტში კი მეხუთე ბრეკზე ნიკამ საკუთარ მოწოდებაზე ერთი ქულაც ვერ აიღო და ისე დაბრეიკდა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში. ამის შემდეგ ტიაფომ შანსი არ დაუტოვა ბასილაშვილს და მეორე წრეში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115148