ფეხბურთი

20:50 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძემ "რანდერსი" წაგებისგან იხსნა (+VIDEO)

საბა ლობჟანიძის „რანდერსი“ ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და დღეს, პლეი-ოფის პირველ სტადიაზე „სონდერისკეს“ სტუმრად დაუპირისპირდა. მასპინძლები 38-ე წუთზე დაწინაურდნენ და კარგა ხანს იგებდნენ, მაგრამ „რანდერსმა“ საპასუხო მატჩისწინ სასურველ შედეგს მაინც მიაღწია.

82-ე წუთზე ქართველმა შემტევმა კონბის გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 1:1 დააფიქსირა. საბამ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.

„რანდერსი“ „სონდერისკეს“ 12 მაისს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება და შემდეგ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი გავა. თუმცა, პლეი-ოფში ეს ბოლო აკორდი არ იქნება და ქართველი ფეხბურთელის გუნდს ევროპა ლიგის საგზურისთვის სხვა დაბრკოლების გადალახვაც მოუწევს.

აქვე გეტყვით, რომ ლობჟანიძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

0.152722