ფეხბურთი

13:45 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" დემბელეთი დაინტერესდა

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლიონის" თავდამსხმელით, მუსა დემბელეთი დაინტერესდა. როგორც L`Equipe იუწყება, "ოლიმპიკი" მზადაა 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი 45 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დათმოს.

დემბელე "ლიონმა" "სელტიკიდან" 2018 წლის ზაფხულში 22 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მიმდინარე სეზონში კი მუსამ 48 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

Loading...
სტატისტიკა
0.275517