ჩოგბურთი

18:28 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძის წარმატებული სტარტი

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ წარმატებული სტარტი აიღო ესპანურ ლე ფრანკე დელ ვალეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 60 ათასი დოლარია.

ბოლქვაძემა და ბრიტანელმა ემილი ვებლი-სმითმა ესპანელები – არესე მატა და ლაირონ ნავარო 6:1, 6:3 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც ესპანელვე პარეს ასკოიტიასა და რუმინელ როსკას გაეჯიბრებიან.
მარიამი ხვალ ჩაატარებს ერთეულთა შეჯიბრის შეხვედრას. ქართველი ჩოგბურთელი მე-3 ნომრადაა განთესილი, მისი მეტოქე კი ფრანგი ოსეან დოდინი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114227