ფეხბურთი

10:02 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძის მორიგი საგოლე გადაცემა (+VIDEO)

ჯანო ანანიძემ რუსეთის პრემირლიგაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა საგოლე გადაცემის გაკეთება. ამჯერად, გროზნოს "ტერეკთან" - მე-60 წუთზე ქართველმა შემტევმა მეკარესთან პირისპირ მარსელო მელგერახო დატოვა და მასაც გატანა აღარ გასჭირვებია.

"სპარტაკმა" 3:0 მოიგო და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ევროპა ლიგის საგზური თითქმის გაინაღდა. აღნიშნული მატჩში ანანიძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა და ინტერნეტპორტალ championat.com-ისგან საკმაოდ მაღალი შეფასება - 7.0 დაიმსახურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117809