ჩოგბურთი

18:56 | 15.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის გერმანული ტიტული

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანული ჰეილბორნის ჩელენჯერის ტურნირი მოიგო (საპრიზო ფონდი 64 000 ევრო).

ნიკამ ფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს 6:4, 7:6 მოუგო. შეხვედრა საათსა და 24 წუთს გაგრძლდა. ნიკოლოზმა ოთხი ეისი მოაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა, 9 შესძლებლობიდან 3 ბრეიკი შეასრულა. სულ შეხვედრაში 153 ქულა გათამაშდა, საიდანაც ქართველმა 82 მოიგო და 71 წააგო.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილი რეიტინგში 100 ქულას მიიღებს და ამ წუთის მონაცემებით 125-ე ადგილიდან 105-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს.

ბასილაშვილმა ფინალამდე ოთხ მეტოქეს აჯობა, მუნოს-დე ლა ნავა (6:4, 6:1), ბლაზ როლა (6:7, 6:3, 7:6), სისლინგი (6:2, 3:6, 6:4), იოზეფ კოვალისკი (1:6, 6:4, 6:3)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171345