კალათბურთი

11:03 | 26.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ სეზონი რეკორდით დაასრულა (+VIDEO)

2015- 2016 წლების სეზონი ზაზა ფაჩულიამ სარეკორდო და თავისთავად გამორჩეული შედეგით დაასრულა. „დალას მავერიკსის“ ქართველი ცენტრი „ოკლაჰომასთან“ საპლეიოფო სერიის მე-5 მატჩში სამმაგ დუბლამდე მივიდა - ფაჩულიამ 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, რაც მისთვის პლეი ოფის შეხვედრაში სარეკორდო შედეგია.

„დალასმა“ ფავორიტად მიჩნეულ და სერიაში 3:1 დაწინაურებულ „სანდერთან“ მე-5 მატჩი 104:118 წაგო და სერიასთან ერთად სეზონიც დაასრულა. ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში - 32 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 7-დან 3 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

დირკ ნოვიცკიმ 24 ქულა მიითვალა, დუაიტ პუელმა - 16, ხოლო ჯასტინ ანდერსონის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. გამარჯვებუებს ტრადიციულად ორმა აღიარებულმა ლიდერმა ულიდერა - რასელ ვესტბრუკმა 26 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი მიითვალა, ხოლო კევინ დიურანტმა - 33 ქულა.

დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გასული „ოკლაჰომა“ „სან ანტონიოს“ შეხვდება. სერიის პირველი მატჩი მომავალ შაბათს გაიმართება.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12625