ჭადრაკი

0:33 | 26.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

წარუმატებელი დღე გრან-პრიზე

ფიდე-ს ქალთა გრან-პრის III ეტაპის მე-5 ტური წარუმატებელი გამოდგა ქართველი მოჭადრაკეებისთვის. ბათუმში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირზე მარცხი ბელა ხოტენაშვილს (2493), ლელა ჯავახიშვილს (2489) და ნანა ძაგნიძეს (2535) შეემთხვათ, ნინო ბაციაშვილმა (2476) კი პარტია ყაიმით დასრულა.

ხოტენაშვილი, ჯავახიშვილი და ძაგნიძე შავი ფიგურებით თამაშობდნენ. ბელამ ფრანგ ალმირა სკრიპჩენკოსთან (2453) წააგო, ლელამ – რუს ვალენტინა გუნინასთან (2497), ხოლო ნანამ – ჩინელ ქსუე ჟაოსთან (2504). რაც შეეხება ბაციაშვილს, ის თეთრებით უკრაინელ მარია მუზიჩუკს (2561) დაუზავდა.

გრან-პრიზე 3.5 ქულით ხსენებული სკრიპჩენკო დაწინაურდა, ოლგა გირიას (რუსეთი, 2442), გუნინას და ანა მუზიჩუკს (უკრაინა, 2555) კი აქტივში 3.0-3.0 ქულა აქვთ. ჯავახიშვილს, ძაგნიძეს და ბაციაშვილს აქტივში 2.5-2.5 ქულა გააჩნიათ და დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, მე-5, მე-6 და მე-8 პოზიციებზე იმყოფებიან. ქართველთაგან უარესი შედეგი ხოტენაშვილს აქვს. ბელა 1.5 ქულით ბოლოსწინა მე-11 ადგილზეა.

მომდევნო ტურში, რომელიც 26 აპრილს შედგება, ერთ ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ: ძაგნიძე ბაციაშვილს ეთამაშება. ჯავახიშვილის მეტოქე ქსუე იქნება, ხოლო ხოტენაშვილი გუნინას გაეჯიბრება.

მსოფლიოს ქალთა გრან პრის III ეტაპი. ბათუმი (საქართველო), 19 აპრილი-3 მაისი

V ტური

ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2555) – ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2557) 0.5:0.5

ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2453) – ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2493) 1:0

ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2497) – ლელა ჯავახიშვილი (საქართველო, 2489) 1:0

ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2504) – ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2535) 1:0

ნინო ბაციაშვილი (საქართველო, 2476) – მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2561) 0.5:0.5

ოლგა გირია (რუსეთი, 2442) – ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2445) 1:0

სატურნირო მდგომარეობა

3.5 – სკრიპჩენკო

3.0 – გირია, გუნინა, ა.მუზიჩუკი

2.5 – ჯავახიშვილი, ძაგნიძე, კოსტენიუკი, ბაციაშვილი, ჟაო.

2 – დანიელიანი

1.5 – ხოტენაშვილი, მ.მუზიჩუკი

VI ტური, 26 აპრილი

კოსტენიუკი – დანიელიანი

მ.მუზიჩუკი – გირია

ძაგნიძე – ბაციაშვილი

ჯავახიშვილი – ქსუე

ხოტენაშვილი – გუნინა

ა.მუზიჩუკი – სკრიპჩენკო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116746