ჩოგბურთი

1:01 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი ფინალში დამარცხდა

ქართველ ჩოგბურთელ ალექსანდრე მეტრეველს ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში დასრულებული ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

წყვილთა შეჯიბრის ფინალურ მატჩში მეტრეველი და რუსი მარკოს კალოველონისი, რომელთაც მე-2 განთესვა გააჩნდათ, პირველი რეიტინგის მქონე მეტოქეებთან დამარცხდნენ. უზბეკი სანჯარ ფაიზიევის და ბელარუსი ანდრეი ვასილევსკის უპირატესობა აშკარა იყო და მათ 6:2, 6:4 იმარჯვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113704