ჩოგბურთი

23:23 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველმა ცივაძე დაამარცხა

ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში ერთმანეთს ქართველი ჩოგბურთელები – ალექსანდრე მეტრეველი და გიორგი ცივაძე დაუპირისპირდნენ.

მე-3 ნომრად განთესილმა მეტრეველმა ცივაძეს 6:3, 6:1 სძლია და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც მე-5 რეიტინგის მქონე ბელარუს მაქსიმ დუბარენკოს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა რუს მიხაილ ლედოვსკიხს 5:7, 6:2, 6:3 სძლია.

წყვილთა ტურნირში მე-2 ნომრად განთესილმა მეტრეველის და რუსი მარკოს კალოველონისის დუეტმა სლოვაკურ-რუსულ ტანდემს (მოლჩანი-ვასილენკო) 4:6, 6:3, 10:6 სძლია და ნახევარფინალში გააღწია.

ფინალის საგზურისთვის მეტრეველი და კალოველონისი მე-3 განთესვის მქონე ხორვატ სერდარუშიჩს და არგენტინელ ზუკასს ეთამაშებიან.

შიმკენტშივე ქალთა 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში მე-2 რეიტინგით მოთამაშე სოფო ქვაცაბაია რუს ეკატერინა კაზიონოვას გაეჯიბრა და 3:6, 6:3, 4:6 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111305