ჩოგბურთი

14:20 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი უზბეკურ ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მერვედფინალში გამოეთიშა.

მე-2 ნომრად განთესილმა მეტრეველმა პირველ რაუნდში რუსი დენის მაცუკევიჩი 6:0, 6:4 დაამარცხა, მე-2 წრეში კი “უაილდ ქარდის” მქონე უზბეკ ხუმოიუნ სულტონოვთან 6:3, 1:6, 4:6 წააგო.

წინასწარი განაცხადის თანახმად, ალექსანდრე მომავალ კვირაშიც შუა აზიაში რჩება და ამჯერად, ყაზახეთში, შიმკენტის 25-ათასიან ტურნირზე ითამაშებს. სავარაუდოა, რომ იქვე გაირჯება გიორგი ცივაძეც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114121