ჩოგბურთი

23:28 | 12.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი მერვედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო.

მე-2 ნომრად განთესილმა მეტრეველმა რუს დენის მაცუკევიჩს 6:0, 6:4 სძლია და მერვედფინალში გააღწია, სადაც უზბეკ ხუმოიუნ სულტონოვს ეთამაშება.

ცნობისთვის, ეს უკანასკნელი “უაილდ ქარდით” ირჯება და პირველ წრეში ბულგარელი ვასკო მლადენოვი 4:6, 6:1, 7:6 (7:3) დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110895