ჭიდაობა

16:01 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

წყვილი ბრინჯაოს შანსი

რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს მედლები 65 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა გათამაშდეს. საქართველოს ნაკრების წევრებს ზურაბ იაკობიშვილსა (65 კგ) და ელიზბარ ოდიკაძეს (97 კგ) კი ბრინჯაოს მედალს თითო გამარჯვება აშორებთ.

იაკობიშვილმა ძირითად ბადეში რუმინელი გეორგე ბუკურის 4:1 ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში თურქ მუსტაფა კაიასთან 1:7 წააგო და მას შემდეგ, რაც კაიამ ფინალის საგზური გაინაღდა, თავად ბრინჯაოს გზა გაეხსნა.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ზურაბ იაკობიშვილმა სლოვენიელ დავიდ ჰაბატს აუღო 6 უპასუხო ქულა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუსეთის ნაკრების წევრ ისრაილ კასუმოვს დაუპირისპირდება.

ოდიკაძემ ბრწყინვალედ დაიწყო – შვეიცარიელ ფილიპ მარსელ ჰატერსა (10:0) და შლოვაკ იოზეფ იალოვიარს (11:0) საქმე ვადაზე ადრე მოუმთავრა, მაგრამ მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ანზორ ბოლტუკაევთან ვეღარას გახდა (0:12) და რეპეშაჟში გადაერთო. პოლონელ რადოსლავ ბარანს 5:1 აჯობა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი უკრაინელ ვალერი ანდრიიცევს დაეჭიდება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109487