ფეხბურთი

17:14 | 7.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მესამე მატჩში საუკეთესო: გიორგი ჭანტურია "აუგსბურგსაც" სურს

გიორგი ჭანტურია მეორე ბუნდესლიგის გასული ტურის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - საუბარია "ბრაუნშვაიგი"-"დუისბურგის" შეხვედრაზე, რომელიც 1:1 დასრულდა. ჭანტურიამ გოლი გაიტანა და მთლიანობაშიც ყველაზე აქტიური იყო მინდორზე (VIDEO).

გიორგი "დუისბურგის" წინა ორ შეხვედრაშიც საუკეთესო იყო: kicker-ის შეფასებით (2,5 ბალი).

და კიდევ, როგორც worldsport.ge-სთვის გახდა ცნობილი, "ვერდერისა" და "კიოლნის" გარდა, ჭანტურიათი კიდევ ერთი ბუნდესლიგური გუნდია დაინტერესებული: "აუგსბურგი". მთავარია, გიორგიმ მეორე ბუნდესლიგის დარჩენილი ტურები მძლავრად ჩაატაროს.

ჭანტურია გუშინ "ბრაუნშვაიგთან" 78-ე წუთზე შეცვალეს, რადგან ფეხს იტკიებდა. თავად გიორგისგან შევიტყვეთ, რომ უბრალოდ, კუნთი დაეჭიმა და სერიოზული არაფერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132953