ფეხბურთი

17:12 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური გამოცემა: “ხიმნასტიკმა” აბურჯანიაში 150 000 ევრო გადაიხადა

ესპანური გამოცემის, La Nueva Espana-ს ცნობით, “ხიმნასტიკმა” გიორგი აბურჯანიას სანაცვლოდ 150 000 ევრო გადაიხადა. როგორც იცით, აბურჯანია კვიპროსულ “ანორთოსისში” თამაშობდა წელიწადნახევრის განმავლობაში და თითქმის მუდმივად ძირითად შემადგენლობაშიც იყო.

აბურჯანიამ ჯერ ერთი მატჩი ჩაატარა “ხიმნასტიკში”, გასულ ტურში ჰქონდა დებიუტი “ტენერიფესთან” 2:1 მოგებულ შეხვედრაში. გიორგიმ ბოლო 20 წუთი დაჰყო მინდორზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117476