ჭადრაკი

0:01 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ღვამბერიამ იმარჯვა

ნიკა ღვამბერიას გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული ქართველი საჭადრაკო მოღვაწის, კახი ჩიგოგიძის თასის რიგით მეოთხე გათამაშება.

გამარჯვებულმა 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა. ასეთივე მონაგარი ჰქონდა გიორგი სიბაშვილს, თუმცა, ფოთელმა მოჭადრაკემ კონკურენტს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

მოწინავეებს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ ირაკლი ბერაძე და ანა შამათავა. აღსანიშნავია, რომ ანამ გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

4.5-4.5 ქულა დააგროვეს და გოგონათა ჩათვლაში II-III ადგილები გაინაწილეს: ლილე ქორიძემ და სალომე სანიკიძემ.

ტურნირში დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:

ჭაბუკები

I ადგილი 500

II ადგილი 400

III ადგილი 300

გოგონები

I ადგილი 350

II ადგილი 250

III ადგილი 200

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134096