ფეხბურთი

1:54 | 26.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე: "მტყუან-მართალის გარჩევას მე ვერ დავიწყებ"

თითქმის გადაწყვეტილია, რომ კახა ცხადაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. "მსოფლიო სპორტი" დაუკავშირდა "სამტრედიის" მწვრთნელ გია ცეცაძეს, რომელიც ცხადაძის ერთ-ერთ თანაშემწეც გახლდათ.

ამავდროულად, კულუარებში საუბრობენ, რომ შესაძლოა, ცეცაძე 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცი გახდეს. თუმცა, ცეცაძეს ამ შესაძლო ვარიანტზე რომ ვკითხეთ, გვიპასუხა - ნამდვილად არ ვიცი, პირველად მესმისო.

- რას იტყვით ბოლოდროინდელ მოვლენებზე?

- მტყუან-მართალის გარჩევას მე ვერ დავიწყებ. ფაქტია, რომ ფედერაცია და ცხადაძე ვერ შეთანხმდნენ. იმას კი ვიტყვი, რომ ეს რაც მოხდა, ცუდია და ეს დაეტყობა ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, ლევან კობიაშვილსაც და კახა ცხადაძესაც მხოლოდ კარგი უნდათ ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ ფაქტია, ასე მოხდა...

- თქვენ წლეულს უკვე აღარ იყავით ცხადაძის შტაბში, რადგან კონტრაქტი გასული წლის 31 დეკემბერს დაგიმთავრდა. მანამდე თუ ამჩნევდით რაიმე დაძაბულობას ცხადაძესა და ფედერაცის ხელმძღვანელთა შორის?

- არა, არანაირი დაძაბულობა არ შემიმჩნევია. საწყენია, რაც მოხდა, რადგან კარგად ვმუშაობდით, ნაკრებში ერთიანობა იყო.

- "სამტრედიაზე" გკითხავთ: კერძოდ, მოსამზადებელ გეგმებზე.

- თითქმის ორი კვირაა, რაც სამტრედიაში ვვარჯიშობთ. 26 იანვარს ბათუმის "დინამოსთან" ქობულეთში ვითამაშებთ, ხოლო 29-ში "დილასთან" თბილისში. უცხოურ შეკრებაზე ვერ გეტყვით, შესაძლოა, არ წავიდეთ და ადგილზე მოვემზადოთ.

- როგორც ვიცით, "სამტრედიაში" ამ ზამთარს შემადგენლობაში ცვლილებები თითქმის არ ყოფილა.

- ასეა. გაბრიელ თებიძე წავიდა და ომარ მიგინეიშვილი მოვიდა. ნახევარმცველი პაპუნა პაპავა დავიმატეთ დუბლებიდან და ასევე, მეკარე ოთარ სტურუაც. ორივენი პრესპექტიული ახალგაზრდები არიან, 18 წლისები. საქართველოს ჩემპიონატში ვინც კარგი ფეხბურთელია, კლუბებში უკვე არიან დაკავებულნი, ძლიერი ლეგიონერების მოყვანის შესაძლებლობა კი არ გვაქვს.

- მეხუთე ადგილზე ხართ და მიზანი ევროტურნირებზე გასვლაა?

- ევროტურნირებზე გასვლა სეზონის წინაც არ ყოფილა, ასე ვთქვათ, აუცილებელი მიზანი. ვეცდებით, ხუთეულში დავიმკვიდროთ ადგილი. პირველი წრით უკმაყოფილო არ ვარ და ვნახოთ, იმედია, პროგრესი იქნება მეორე წრეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113765