ფეხბურთი

0:57 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის დებიუტი “ფენერბაჰჩესთან” შედგა

თორნიკე ოქრიაშვილმა პირველად ითამაშა თურქული “ესქიშეჰირსფორის” მაისურით. ქართველი შემტევი “ფენერბაჰჩესთან” 72-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე, როცა მისი გუნდი 0:1-ს აგებდა. საბოლოოდ, “ესქიშეჰირსფორმა” 0:3 წააგო და ბოლო ადგილზე დარჩა. ბოლო წუთზე “ოქრიმ” საჯარიმოს გარედან დაარტყა და მეკარე ვოლქან დემირელმა რთული ბურთი მოიგერია.
კვიპროსის ჩემპიონატში “პაფოსმა” 2:2 დაასრულა მატჩი “ნეა სალამისთან” და ბოლოსწინა ადგილზეა. “პაფოსში” ქართველთაგან მხოლოდ ლევან ხმალაძე დარჩა, რომელმაც 90 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119957