კალათბურთი

10:53 | 23.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია NBA-ში ბრწყინავს (+VIDEO)

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ჩინებულ თამაშს განაგრძობს ზაზა ფაჩულია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა “ოკლაჰომა სიტისთან” საგარეო მატჩში სეზონში მერვე ორმაგი დუბლი შეასრულა. ზაზამ პარკეტზე 33 წუთი გაატარა, რომლის განმავლობაშიც საკუთარ გუნდს 12 ქულა, 10 მოხსნა, 6 გადაცემა და 3 დაფარება შესძინა.

ფაჩულიამ 8-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, ხოლო შვიდი საჯარიმოდან ასევე 4 მოათავსა კალათში. რაც შეეხება მოხსნებს, 10 შემთხვევიდან სამჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა.

თავად შეხვედრა კი “ოკლაჰომამ” დაძაბულ ბრძოლაში 117:114 მოიგო. ფაჩულიას “დალას მავერიქსი” დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა 9 მოგებითა და 5 წაგებით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113709