ფეხბურთი

17:47 | 2.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას ჰეთ თრიკი "ლაციოსთან" (VIDEO)

რომან ჭანტურიამ იტალიის პრიმავერაში "ემპოლის" რიგებში რომის "ლაციოსთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. 19 წლის ქართველმა ფორვარდმა შაბათს გამართულ შეხვედრაში რომაელ თანატოლებს სამი გოლი გაუტანა და მის გუნდს 3:1 მოაგებინა.

"ემპოლის" 19-წლამდელთა გუნდი პრიმავერას 14-გუნდიან C ჯგუფში 7 ტურის შემდეგ 16 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "რომას" სამი ქულით ჩამორჩება, ჭანტურიამ კი ხუთ შეხვედრაში 7 გოლი მიითვალა.

0.114871