ჭადრაკი

1:50 | 24.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნონა” შეუჩერებელია!

ქართული საჭადრაკო კლუბი “ნონა”, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს, შეუჩერებელია. ქართველმა მოჭადრაკეებმა მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ტურნირზე ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმეს და 12 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ.

“ნონას” მორიგი მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი “სპბ” გახლდათ და გამარჯვებულის ვინაობა ეჭვქვეშ ნამდვილად არ დამდგარა. ბელა ხოტენაშვილმა (2502) და ნინო ბაციაშვილმა (2500), შესაბამისად, ევგენია ოვოდს (2328) და კარინა აზიმოვას (2054) სძლიეს, ნანა ძაგნიძე (2573) და ლელა ჯავახიშვილი (2463) კი, ანასტასია ბოდნარუკსა (2459) და დინა ბელენკაიას (2352) დაუზავდნენ.

შედეგად, “ნონამ” 3:1 იმარჯვა და უახლოეს მდევარ – მაკედონიურ “გამბიტთან” ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. მე-3 ადგილზე რუსული ”უგრა” იმყოფება 9.0 ქულით.

მე-7 ტურში ქართული კლუბის მეტოქე ბელარუსული “ბოსა ნოვა” იქნება, რომელიც 8.0 ქულით მეოთხეა. ბელარუსელთა შემადგენლობას ძლიერს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

“ბოსა ნოვას” ღირსებას ლანიტა სტეცკო (2278), ნატალია პოპოვა (2257), ეკატერინა ბოგდანი (2064) და მარია კალაძიჩი (2096) იცავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13176